აღწერილობა
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (https://www.nova.ge) აცხადებს ვაკანსიას სერვისის ოპერატორის პოზიციაზე ქ. მარნეულში. კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა.შ. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ✍ საოპერაციო და სერვისის პროცესების მართვა (მათ შორის: პროდუქციის მიტანა, მონტაჟი, გადაცვლა, უკან დაბრუნება, განვადებისთვის საჭირო საბუთების მომზადება, მომხმარებლის რეგისტრაცია, ბარათის გაცემა, დოკუმენტაციის მომზადება/ატვირთვა და სხვა არსებული სერვისები) ✍ შეუსაბამობების, შეფერხებების და პრობლემატური შემთხვევების აღრიცხვა; ✍ კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა პროცესებში ჩართულობა და დროული რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება.
