აღწერილობა
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას სექციის მენეჯერის პოზიციაზე ქ. მარნეულში. სამუშაოს აღწერა: ✍ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მართვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა; ✍ მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება (მათ შორის მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მხრიდან); ✍ ბაზრის მონიტორინგი (კატეგორიის მიხედვით) და კონკურენტების კვლევა (ასორტიმენტი, ფასი და ა.შ.); ✍ სხვა სამსახურებთან აქტიური თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა; ✍ ასორტიმენტის მართვა და ნაშთების კონტროლი; ✍ საგამოფენო დარბაზში სივრცის სწორად ორგანიზება; ✍ ახალი პროდუქციის მიღების, განლაგების, გაცემის ორგანიზება და ვარგისიანობის კონტროლი; ✍ გეგმის შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების ინიცირება-დაგეგმვა- განხორციელება; ✍ მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა; ✍ კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლებებსა და ტრენინგებში მონაწილეობის მზაობა.
