აღწერილობა
ფრანგულ - კორეული კოსმეტიკური ბრენდი "ერბორიანი" აცხადებს ვაკანსიას "სილამაზის კონსულტანტის" პოზიციაზე "გალერეა თბილისში". "Erborian"-ი კანის მოვლის საერთაშორისო პრემიუმ ბრენდია, რომელიც "L`Occitane Group" -ის ნაწილია. ავანგარდული ბრენდის ისტორია 2007 წელს დაიწყო და აერთიანებს კორეული ტრადიციის თავის მოვლის მრავალსაუკუნოვან გამოცდილებასა და ფრანგულ ტექნოლოგიებს. ბრენდი ქმნის კანის მოვლის ინოვაციურ მიდგომებს. მსოფლიოში განთქმული და არაერთი ჯილდოს მფლობელია "ერბორიანის" BB (Erborian BB cream) და СС (Erborian CC cream) კრემები. ბრენდის პროდუქციის შემადგენლობა შთაგონებულია იმ მცენარეებით, ბალახებითა და ხილის ექსტრაქტით, რომლებსაც კორეულ ფარმაკოპეაში ქალები კანის მოვლისა და გაჯანსაღების მიზნით საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ. თუ ხართ განვითარებაზე ორიენტირებული და გსურთ იმოგზაუროთ სილამაზის სამყაროში შემოუერთდით ჩვენს გუნდს. ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: ✍ ჯანსაღი, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო; ✍ პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა; ✍ კონკურენტული და მზარდი ანაზღაურება; ✍ სხვადასხვა სამოტივაციო და საბონუსე სქემა; ✍ "ვაკის საცურაო აუზის" აბონემენტი; ✍ ჯანმრთელობის დაზღვევა; ✍ კორპორატიული ნომერი და ბალანსი. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 2/4 (გალერია თბილისი); ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება 1000-1300 ლარი; სამუშაო გრაფიკი: ცვლებში: 10:00-18:00 სთ ან 14:00-22:00 სთ კვირაში 5 სამუშაო დღე;
