სილამაზის კონსულტანტი - "ერბორიანი"

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

0-50k
დარეკე ახლა

აღწერილობა

ფრანგულ - კორეული კოსმეტიკური ბრენდი "ერბორიანი" აცხადებს ვაკანსიას "სილამაზის კონსულტანტის" პოზიციაზე "გალერეა თბილისში". "Erborian"-ი კანის მოვლის საერთაშორისო პრემიუმ ბრენდია, რომელიც "L`Occitane Group" -ის ნაწილია. ავანგარდული ბრენდის ისტორია 2007 წელს დაიწყო და აერთიანებს კორეული ტრადიციის თავის მოვლის მრავალსაუკუნოვან გამოცდილებასა და ფრანგულ ტექნოლოგიებს. ბრენდი ქმნის კანის მოვლის ინოვაციურ მიდგომებს. მსოფლიოში განთქმული და არაერთი ჯილდოს მფლობელია "ერბორიანის" BB (Erborian BB cream) და СС (Erborian CC cream) კრემები. ბრენდის პროდუქციის შემადგენლობა შთაგონებულია იმ მცენარეებით, ბალახებითა და ხილის ექსტრაქტით, რომლებსაც კორეულ ფარმაკოპეაში ქალები კანის მოვლისა და გაჯანსაღების მიზნით საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ. თუ ხართ განვითარებაზე ორიენტირებული და გსურთ იმოგზაუროთ სილამაზის სამყაროში შემოუერთდით ჩვენს გუნდს. ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: ✍ ჯანსაღი, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო; ✍ პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა; ✍ კონკურენტული და მზარდი ანაზღაურება; ✍ სხვადასხვა სამოტივაციო და საბონუსე სქემა; ✍ "ვაკის საცურაო აუზის" აბონემენტი; ✍ ჯანმრთელობის დაზღვევა; ✍ კორპორატიული ნომერი და ბალანსი. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 2/4 (გალერია თბილისი); ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება 1000-1300 ლარი; სამუშაო გრაფიკი: ცვლებში: 10:00-18:00 სთ ან 14:00-22:00 სთ კვირაში 5 სამუშაო დღე;


პროფილის ინფორმაცია

უნარები

🏅 კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

განათლება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 🌘 უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; 🌘 მნიშვნელოვანია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა; 🌘 სასურველია დამატებით რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა; 🌘 სალაროსთან მუშაობის გამოცდილება; 🌘 კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

0-50k

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 🌚 მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება არსებული სტანდარტების შესაბამისად; 🌚 მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება; 🌚 პროდუქციის ცნობადობის ამაღლება და ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა; 🌚 სამუშაოს შესრულება ბრენდის სტრატეგიისა და სტანდარტების გათვალისწინებით; 🌚 მაღაზიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში, კამპანიებში მონაწილეობა; 🌚 პროდუქციის თაროებზე განლაგება სტანდარტების მიხედვით და მუდმივი მონიტორინგი; 🌚 სალარო ოპერაციების შესრულება და შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა.