სპეციალისტი

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

2000-2500
დარეკე ახლა

აღწერილობა

"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი პროექტების განყოფილებაში სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში); ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შესვენება 13:00-14:00 ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1 ანაზღაურება: დარიცხული თანამდებობრივი სარგო 2, 336 ლარი. შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

MS Office
English

განათლება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 🌘 უმაღლესი განათლება - მაგისტრის ხარისხი შესაბამისი მიმართულებით (ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა ან მომიჯნავე დარგებში); 🌘 მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 🌘 ფართო აუდიტორიასთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია); 🌘 საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; 🌘 ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

2000-2500

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

სამუშაოს ზოგადი აღწერა ფუნქციები: 🌚 საბიბლიოთეკო რესურსების აღწერა, კატალოგიზაცია და ციფრულ მონაცემთა ბაზის განახლება; 🌚 ფონდის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ბოტანიკური ბაღის პერსონალისთვის, მკვლევრებისთვის და დაინტერესებული საზოგადოებისთვის; 🌚 ბოტანიკური ბაღის არსებული ისტორიული სამუზეუმო მასალების აღწერა და სტრუქტურირება; 🌚 ექსპონატების დემონსტრირების, დაცვის, შენახვის მეთოდოლოგიის შემუშავება და კონტროლი; 🌚 დაინტერესებულ პირთათვის ბაღის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე ინფორმაციის მომზადება-მიწოდება; 🌚 სამუზეუმო და საბიბლიოთეკო რესურსებზე დაყრდნობით შემეცნებითი და საინტერპრეტაციო მასალების მომზადება; 🌚 ბაღის თანამშრომლებისათვის ისტორიულ-კულტურულ თემატიკაზე ტრენინგების მომზადება/ჩატარება.