სტაჟიორი უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით - " გორგია "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

ფიქსირებული
დარეკე ახლა

აღწერილობა

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე უძრავი ქონების მართვის მიმართულებით თბილისში. კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. "გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო. ჩვენ გთავაზობთ: ✍ პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; ✍ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; ✍ თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას; ✍ კვებას; ✍ Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება

განათლება

- ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge). პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში. წარმატებებს გისურვებთ!

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

ფიქსირებული

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ფუნქცია-მოვალეობები: 🌚 ქონების ადმინისტრირება და ოპერაციული მართვა; 🌚 უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა; 🌚 უძრავი ქონების ფინანსური მართვა, 🌚 იჯარების მენეჯმენტი და კლიენტებთან ურთიერთობა, 🌚 კრიზისული სიტუაციების მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 🌚 სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების / მენეჯმენტის / სამართლის მიმართულებით; 🌚 ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.