სტენდის მენეჯერი - "ერბოიანი"

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

0-50k
დარეკე ახლა

აღწერილობა

ფრანგულ - კორეული კოსმეტიკური ბრენდი "ერბორიანი" აცხადებს ვაკანსიას სტენდის მენეჯერის პოზიციაზე "გალერეა თბილისში". "Erborian"-ი კანის მოვლის საერთაშორისო პრემიუმ ბრენდია, რომელიც "L`Occitane Group" -ის ნაწილია. ავანგარდული ბრენდის ისტორია 2007 წელს დაიწყო და აერთიანებს კორეული ტრადიციის თავის მოვლის მრავალსაუკუნოვან გამოცდილებასა და ფრანგულ ტექნოლოგიებს. ბრენდი ქმნის კანის მოვლის ინოვაციურ მიდგომებს. მსოფლიოში განთქმული და არაერთი ჯილდოს მფლობელია "ერბორიანის" BB (Erborian BB cream) და СС (Erborian CC cream) კრემები. ბრენდის პროდუქციის შემადგენლობა შთაგონებულია იმ მცენარეებით, ბალახებითა და ხილის ექსტრაქტით, რომლებსაც კორეულ ფარმაკოპეაში ქალები კანის მოვლისა და გაჯანსაღების მიზნით საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ. თუ ხართ განვითარებაზე ორიენტირებული და გსურთ იმოგზაუროთ სილამაზის სამყაროში შემოუერთდით ჩვენს გუნდს. ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: ✍ ჯანსაღი, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო; ✍ პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა; ✍ კონკურენტული და მზარდი ანაზღაურება; ✍ სხვადასხვა სამოტივაციო და საბონუსე სქემა; ✍ "ვაკის საცურაო აუზის" აბონემენტი; ✍ ჯანმრთელობის დაზღვევა; ✍ კორპორატიული ნომერი და ბალანსი. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 2/4 (გალერია თბილისი); ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი; სამუშაო გრაფიკი: ცვლებში: 10:00-18:00 სთ ან 14:00-22:00 სთ, კვირაში 5 სამუშაო დღე.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

🏅 კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

განათლება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 🌘 უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, გაყიდვების მიმართულებით); 🌘 გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 🌘 მნიშვნელოვანია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა; 🌘 სასურველია დამატებით რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა; 🌘 სალაროსთან მუშაობის გამოცდილება; 🌘 კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

0-50k

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 🌚 მაღაზიის პროცესების მართვა; შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და შედეგებზე პასუხისმგებლობა; 🌚 მაღაზიაში პროდუქციის განლაგების მერჩენდაიზინგის მოწოდებულ სტანდარტთან შესაბამისობის ყოველდღიური მონიტორინგი; 🌚 გუნდის წევრების ფუნქციებისა და სამუშაო გრაფიკების ეფექტურად გადანაწილება და ყოველდღიური მონიტორინგი; 🌚 მომხმარებლებთან ურთიერთობასა და საცალო გაყიდვებში მონაწილეობის მიღება; 🌚 პროდუქციაზე ფასის მაჩვენებლების, ფასებისა და სალაროს კონტროლი; 🌚 ნაშთების, მაღაზიის დროული მომარაგების, მოკლევადიანი პროდუქციის კონტროლი და საჭირო პროცესების მართვა; 🌚 აღწერების დაგეგმარების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და გეგმის მიხედვით შესრულების უზრუნველყოფა; 🌚 ტექნიკური ხარვეზის შესახებ შესაბამისი სამსახურის ინფორმირება; 🌚 გუნდის წევრების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, ადგილზე პროდუქციის ან/და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველყოფა; 🌚 მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტების მიერ მოწოდებული რეკომენდაციებისა და რჩევების გათვალისწინება; 🌚 პროდუქციის გაყიდვების სტიმულირების მიზნით სხვადასხვა კამპანიების აქტივობებში აქტიური ჩართულობა და გუნდის წევრების მონაწილეობის უზრუნველყოფა; 🌚 ადგილზე შექმნილი კრიზისული/პრობლემური სიტუაციების ეფექტურად მართვა.