აღწერილობა
მაღაზიათა ქსელი OnePrice არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოადგენს 25-ზე მეტ ფილიალს საქართველოს მასშტაბით. OnePrice მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და დაბალ ფასებს. https://oneprice.ge/ OnePrice აცხადებს ვაკანსიას სუპერმარკეტის მენეჯერის და სუპერმარკეტის ადმინისტრატორის პოზიციაზე: 1. სუპერმარკეტის მენეჯერი One Price-ს გუნდში ვეძებთ გამოცდილ სუპერმარკეტის მენეჯერს, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება რითეილ სფეროში და წარსულში უმუშავია მსხვილი სავაჭრო ობიექტსა თუ სუპერმარკეტში მენეჯერულ პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ✍ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი და მათი პროგრამულად სწორად და დროულად ასახვა; ✍ დაქვემდებარებული კადრებისათვის მიმდინარე აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ✍ ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი; ✍ სააქციო პროდუქციის სწორად განლაგებისა და შესაბამისი ფასმაჩვენებლების დროულად განთავსების კონტროლი; ✍ მაღაზიაში განთავსებული პროდუქციის ვადების კონტროლი და შესაბამისი ზომების მიღება; ✍ მაღაზიაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება; ✍ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მუშაობის განრიგის შედგენა; ✍ ნაშთების მართვა/კონტროლი. ✍ ფილიალში სისუფთავის ზომების დაცვა და კონტროლი;
