აღწერილობა
"გრინვეი" თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით. გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს. სს "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ტექდათვალიერების ინსპექტორის ასისტენტის პოზიციაზე. სამუშაო ლოკაციები: ✍ ზაჰესი; ✍ ფეიქრები; ✍ აღმაშენებელი; ✍ ბელიაშვილი; ✍ კახეთის გზატკეცილი. სამუშაო დრო: ცვლადი გრაფიკი - კვირაში 5 დღე (ჯამში 40 სამუშაო საათი) ბენეფიტები: დაზღვევა, FitPass ანაზღაურება: 1000 ლარი
