ტექდათვალიერების ინსპექტორის ასისტენტი - " გრინვეი საქართველო "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

ფიქსირებული
დარეკე ახლა

აღწერილობა

"გრინვეი" თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით. გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს. სს "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ტექდათვალიერების ინსპექტორის ასისტენტის პოზიციაზე სამუშაო ლოკაციები: ✍ ზაჰესი; ✍ ბელიაშვილი; ✍ უნივერსიტეტის ქუჩა; ✍ ფეიქრები; ✍ ხუდადოვი; ✍ რუსთავის გზატკეცილი. სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე (ჯამში 40 სამუშაო საათი) ბენეფიტები: დაზღვევა, FitPass


პროფილის ინფორმაცია

უნარები

გუნდური მუშაობის უნარი.
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი

განათლება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ტექდათვალიერების ინსპექტორის ასისტენტი, ან დაგვიკავშირდით ნომერზე 591889825, 595950935 გაცნობებთ რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. გრინვეი - არა დისკრიმინაციას! გაცნობებთ რომ თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ინფორმაციის დამუშავების თაობაზე, მოითხოვოთ მისი გასწორება, წაშლა, განახლება, განადგურება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ სს "გრინვეი საქართველოს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს "Privacy Professionals"; მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №3; ელ. ფოსტა: privacyprofessionalsgeo@gmail.com. მონაცემების შენახვის ვადაა 3 (სამი) წელი. გისურვებთ წარმატებებს!

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

ფიქსირებული

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 🌚 ავტომობილის შემოყვანა ინსპექტირების სივრცეში; 🌚 გამონაბოლქვის, მუხრუჭების, ასს-ს სავალი ნაწილის შემოწმების პროცესში ინსპექტირების ჩამტარებელი პირის ასისტირება; 🌚 მაშუქი ფარების, საშხეფარების, სიგნალის შემოწმებისას ინსპექტირების ჩამტარებელი პირის ასისტირება; 🌚 ძრავის ბრუნთა რიცხვის ამთვლელის მოთავსება შესაბამის აგრეგატზე; 🌚 პრობლემური სიტუაციებისა და ქეისების მენეჯერისათვის გაცნობა ოპერატიულად; 🌚 მომსახურების ხარისხის, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; 🌚 სტრუქტურული ერთეულისათვის დადგენილი პროცედურების, გაიდლაინების, ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულება.