აღწერილობა
კომპანია "ელტეგი" დაარსდა 2007 წელს. იგი წარმოადგენს ლიფტების, ესკალატორებისა და სხვა ამწე საშუალებების იმპორტიორ, სამონტაჟო და მომსახურე კომპანიას, რომელიც ბაზარზე ISO მენეჯმენტის ხარისხის სტანდარტით ოპერირებს. კომპანიის მიზანია, აღნიშნულ სფეროში არსებული მრავალწლიანი გამოცდილების ოპტიმალურად გამოყენების გზით, საქართველოს ბაზარზე ლიდერობა, ინოვაციების ძიება და დანერგვა, მუდმივი განვითარების გზით წინსვლა, პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება და დამკვეთების მათზე მორგებული პაკეტებით მომსახურება. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს http://www.elteg.ge კომპანია "ელთეგი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქეთევან წამებულის გამზ. #41, 0103, თბილისი, საქართველო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30 ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება 1800-2300 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე) + დანამატი შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე .
