აღწერილობა
"გარდი სისტემსი" არის მზარდი და მუდმივ განვითარებაზე კომპანია რომელიც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს 2017 წლიდან. "გარდი სისტემსი" არის შეკუმშული ჰაერის სფეროში მოღვაწე კომპანია რომლის ძირითადი პროფილია შესაბამისი ტექნოლოგიების პროექტირება, იმპორტი, ინსტალაცია და შემდგომი სერვისი. ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის გადაწყვეტილებებს როგორც მცირე ოპერატორებისთვის ასევე მსხვილი ინდუსტრიული ორგანიზაციებისთვის. "გარდი სისტემსი" დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს, კერძოდ შეკუმშული ჰაერის სფეროში შესთავაზონ მომხმარებელს პროფესიონალური გადაწყვეტილებები და იზრუნონ შეთანხმებული მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების აღსრულებაში, კომპანია გარდი სისტემსის ერთ-ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს სერვისი რომელიც განვითარებაც ყოველთვის პრიორიტეტია, ვინაიდან ჩვენი მომხმარებლების მიმდინარე და მომავალი კმაყოფილების ხარისხი მუდამ მაღალი სტანდარტისაა. ამ ეტაპზე კომპანია "გარდი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის თანამდებობაზე. ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები: ✍ ტექ. დაზიანების შემთხვევაში ხარვეზის იდენტიფიცირება და აღმოფხვრა. ✍ გარკვეული პროექტების ხელმძღვანელობა საჭიროების შემთხვევაში. ✍ დანადგარების მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება. ✍ დანადგარების გეგმიური ტექნიკური მომსახურება. ✍ სერვის ცენტრის ადმინისტრირებაში მონაწილეობა. ✍ სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების ნაშთების კონტროლის პროცესებში მონაწილეობა. ✍ ახალი ტიპის მოწყობილობების შესწავლა ტექნიკური მომსახურების კუთხით.
