აღწერილობა
GDL - "ჯიდიელი" 17 წლიანი გამოცდილების მქონე სადისტრიბუციო კომპანიაა. ქვეყნის მასშტაბით სრული დაფარვისა და ვრცელი პორტფოლიოს (მათ შორის ალკოჰოლური პროდუქტები, გამაგრილებელი სასმელები, ყავა, ტკბილეული და ა.შ) საშუალებით, გავაფართოვეთ ჩვენი მომსახურება და კლიენტებს უკვე 3PL სერვისსაც ვთავაზობთ. ჩვენ ვემსახურებით 12, 000-ზე მეტ აქტიურ კლიენტს სტრუქტურირებული მიწოდების სისტემით, რომელიც მოიცავს 6 ფილიალს, საწყობებს და 165 ავტომობილს. ჩვენი 700 თანამშრომლისგან დაკომპლექტებული გუნდი ერთგულად ზრუნავს ეფექტური და ზუსტი პროცესების უზრუნველყოფაზე. ჩვენი პროცესები ორიენტირებულია შეცდომების შემცირებაზე, რაც ეფექტური მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს. ჩვენი წარმატება მთლიანად დამოკიდებულია იმ შესანიშნავ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ. ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის და ყოველთვის ვეძებთ ახალ ტალანტებს. თუ გსურთ შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ სექტორის განვითარებაში, სიამოვნებით მივიღებთ თქვენს გამოხმაურებას. GDL - "ჯიდიელი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ოფიცრის პოზიციაზე, თბილისში.
