ტექნიკური სპეციალისტი - თბილისი, ბათუმი - " EGT Georgia "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

ფიქსირებული
დარეკე ახლა

აღწერილობა

ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი მომწოდებელი: EGT Georgia გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი საერთაშორისო კომპანია "EGT Georgia" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე თბილისისა და ბათუმის ოფისში. შერჩეულ კანდიდატს შევასწავლით კომპანიის მიერ წარმოებული აპარატურის დიაგნოსტიკასა და შეკეთებას. სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 ძირითადი მოვალეობები: ✍ კომპანიის მიერ წარმოებული აპარატურის ინსტალაცია, დეინსტალაცია; ✍ აპარატურის გადაადგილება ობიექტის ტერიტორიაზე; ✍ კომპანიის მიერ წარმოებული აპარატურის მოდიფიკაცია; ✍ მორიგეობის პერიოდში გამოძახებებზე სიარული, დაზიანებების აღმოფხვრა და ხარვეზების შეკეთება. მოთხოვნები: ✍ სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ დარგში; ✍ ელექტრო მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა; ✍ 1-წლიანი გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში; ✍ აუცილებელია მართვის მოწმობა - B კატეგორია მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილებით (მექანიკური გადაცემათა კოლოფი).


პროფილის ინფორმაცია

უნარები

🏅 ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი; 🏅 დეტალებზე ორიენტირებულობა.

განათლება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელმისამართზე: career-georgia@egt.com სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ფილიალი: "ტექნიკური სპეციალისტი". ველით თქვენს განაცხადს და გისურვებთ წარმატებას! აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

ფიქსირებული

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

პიროვნული თვისებები: 🌚 ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; 🌚 პასუხისმგებლობის გრძნობა; 🌚 ლოგიკური აზროვნების უნარი; 🌚 ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი; 🌚 დეტალებზე ორიენტირებულობა.