ტრენერი - "ასოციაცია ანიკა "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

ფიქსირებული
დარეკე ახლა

აღწერილობა

"ასოციაცია ანიკა" იწვევს სატრენინგო მომსახურებების გამწევ კონსულტანტს/კონსულტანტებს შიდა ქართლის, მცხეთა-თიანეთისა და გურიის რეგიონებში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის ტრენინგის ჩასატარებლად თემაზე "კეთილდღეობის მომსახურებების/პროგრამების ეფექტურობის გაზრდა". 1. ინფორმაცია ორგანიზაციისა და პროექტის შესახებ ასოციაცია "ანიკა" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების მიერ 1997 წელს დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. ასოციაცია "ანიკა" ევროკავშირის დაფინასებით ევროპის ფონდთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტს "სამოქალაქო საზოგადოება - საჯარო ადმინისტრირების რეფორმის და მომსახურებების მონიტორი". პროექტი ეხმიანება ქვეყნის 2020-2025 წწ დეცენტრალიზაციის სტრატეგიას, რომლის ერთ-ერთი მიზანია ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეფექტურად უპასუხოს მოსახლეობის საჭიროებებს და ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა მაღალხარისხიანი მომსახურებები ადგილობრივ დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში ხორციელდება კეთილდღეობის მომსახურებების მიწოდება, ხშირად, მათი შემუშავება და შესრულება არ ეყრდნობა მოქალაქეთა აქტიურ მონაწილეობას, ხოლო თავად მომსახურებები არ ეფუძნება ადგილობრივი მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებათა შესწავლას. 2. შესასრულებელი სამუშაოს მიზანი ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პროექტით "სამოქალაქო საზოგადოება - საჯარო ადმინისტრირების რეფორმის და მომსახურებების მონიტორი" გათვალისწინებულია შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის მუნიციპალიტეტების კეთილდღეობის მომსახურებების მიმწოდებელი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და საინიციატივო ჯგუფების წევრების ტრენინგი კეთილდღეობის მომსახურებების/პროგრამების ეფექტურობის გაზრდის მიზნით. 3. ტრენინგის სამიზნე ჯგუფი შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის რეგიონის კეთილდღეობის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები (სულ 20-25 მონაწილე). 4. მომსახურების განხორციელების პერიოდი: 15 მაისი - 2 ივნისი 2025 ტრენინგი ჩატარდება ონლაინ, სამი დღის განმავლობაში ნახევარდღიანი სესიების ხანგრძლივობით. 5. ტექნიკური დავალება შერჩეულ ტრენერ-კონსულტანტს/კონსულტანტებს ექნება შემდეგი ფუნქცია-მოვალეობები: ✍ ტრენინგისვის მომზადება და კეთილდღეობის მომსახურებების ეფექტურობის ზრდის მიზნით ტრენინგის ჩატარება არსებული სილაბუსის მიხედვით, რომელიც გადაეცემა ტრენერ-კონსულტანტს/კონსულტანტებს პროექტის გუნდის მიერ. (ტრენინგის თემები მოიცავს: ადგილობრივი თემის საჭიროებათა კვლევის მექანიზმებს, უფლებებზე და საჭიროებებზე დაფუძნებული მომსახურებების პრინციპებს, მომსახურებების/პროგრამების შემუშავების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის სხვადასხვა მოდელებს, მომსახურების ხარისხის მონიტორინგის საკითხებს და სხვა.) ✍ საკითხავი მასალის მიწოდება ტრენინგის მონაწილეთათვის; ✍ ანიკას პროექტის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა სამუშაო დოკუმენტაციის გაზიარებისა და შესაბამისი უკუკავშირის მიღების მიზნით; ✍ გაწეული მომსახურების ანგარიშის მომზადება, რომელშიც აისახება ტრენინგების მონაწილეთა ცოდნისა და უნარჩვევების ზრდის მაჩვენებლები.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

.

განათლება

II. ფინანსური წინადადება ფინანსური მოთხოვნა უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს, რომელიც ტრენინგის განხორციელებისთვის იქნება საჭირო. ბიუჯეტი (წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში) უნდა მოიცავდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ყველა შესაძლო გადასახადს, დამატებითი ღირებულების გადასახადის გარდა. 11. შერჩევის პროცედურა გამოცხადებული პოზიციით დაინტერესებული განმცხადებელი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 🌘ელ. ფოსტაზე მიღებული დოკუმენტაციის განხილვა, ტექნიკურ დავალებაში მოცემულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; 🌘განმცხადებლის კვალიფიკაცია და გამოცდილება (40%); 🌘 გასაუბრებაზე მიღებული შეფასების შედეგები (40%); 🌘 ფინანსური შეთავაზების ოდენობა (20%). მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე მომზადებული განაცხადი (ტექნიკური წინადადება და ფინანსური შეთავაზება), CV და 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია ელექტრონულად შემდეგ ელ. ფოსტაზე: anikavacancy@gmail.com არაუგვიანეს 2025 წლის 12 მაისისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "სატრენინგო მომსახურება". შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროექტის მენეჯერს მეილზე chankvetadzemaka@gmail.com

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

ფიქსირებული

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

6. წარსადგენი შედეგები 🌚ტრენინგისათვის შემუშავებული პრეზენტაციების მასალები; 🌚მონაწილეთა პრე და პოსტ ტესტები; 🌚 დასწრების ფურცლები და ტრენინგის ფოტომასალა; 🌚 გაწეული მომსახურების ანგარიში. 7. ანაზღაურების პირობები ტრენერ-კონსულტანტის ანაზღაურება განხორციელდება ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესაბამისად. 8. საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 🌚 მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით; 🌚3+ წლიანი გამოცდილება სატრენინგო პროგრამების შემუშავებასა და ტრენინგების ჩატარების მიმართულებით; 🌚 სოციალურ/ჯანმრთელობის/განათლების სფეროში მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება 🌚სოციალური კანონმდებლობის, კეთილდღეობის ომსახურებების/პროგრამების (უცხოური და ადგილობრივი მაგალითების ჩათვლით) მიმართულებით რეგიონებში არსებული გამოწვევების ცოდნა; 🌚გამორჩეული კომუნიკაციის უნარი; 🌚 პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.