აღწერილობა
ვაცხადებთ რეგისტრაციას HR & People ანალიტიკის XVII ჯგუფზე განახლებული სილაბუსით. HR ანალიტიკის მოცემული ტრენინგი არის პირველი და უნიკალური ქართულ სივრცეში, შემუშავებულია სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალების მიერ საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებით. ჩვენთან გადაემზადა უკვე 180-ზე მეტი HR წარმომადგენელი. მოცემული ტრენინგის მიზანია დაეხმაროს მონაწილეებს განავითაროს ისეთი უნარები და კომპეტენციები, რომლებიც მისცემს მათ საშუალებას: ✍ გადავიდნენ HR-ს სტრატეგიულ დონეზე ✍ ისაუბრონ მონაცემებით და არა ემოციებით ✍ შეეძლოთ თანამშრომელთა ქცევაზე დაკვირვება და ანალიზი ✍ მოამზადონ პროექტები, ინიციატივები და რეპორტები კარგად გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე ✍ იყვნენ გადაწყვეტილების მიმღები და ინიციატორი და არა შემსრულებელი ✍ დაამკვიდრონ და განამტკიცონ HR-ს უმნიშვნელოვანესი და თანამედროვე როლი ბიზნეს განვითარებაში ✍ გახდნენ მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიონალები. ტრენინგი განკუთვნილია: HR სფეროს წარმომადგენლებისა და იმ პირებისათვის, ვინც ფაქტობრივად ასრულებს HR-ის როლს კომპანიაში. კურსზე დასწრების წინაპირობას წარმოადგენს Excel-ის ელემენტარულ დონეზე ცოდნა.
