აღწერილობა
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები. კომპანიის მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა. შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი AUX ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა. ჩვენ გთავაზობთ: ✍ კვებას; ✍ ჯანმრთელობის დაზღვევას; ✍ FitPass.
