აღწერილობა
ღვინის კომპანია "91" აცხადებს 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას უმცროსი მარკეტერის პოზიციაზე, დასაქმების პერსპექტივით. "91" თავისუფლების იდეით შთაგონებული ქართული ღვინის ბრენდია. ქართული ღვინო მხოლოდ პროდუქტი არ არის - ის ჩვენი სულის ნაწილია, კოლექტიური ცნობიერების ანარეკლი, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში ფორმირდებოდა. "91"-ის მიზანია დაარღვიოს სტერეოტიპები და აჩვენოს ქართული ღვინის ნამდვილი პოტენციალი. ქართული ღვინო ასოცირდებოდა მასობრივად წარმოებულ, ტკბილ სახეობებთან. "91" ეწინააღმდეგება ამ ნარატივს და კონცენტრირდება ხარისხზე, უნიკალურ არომატებზე და ტრადიციულ მეღვინეობის ტექნიკებზე. ჩვენ გვწამს, რომ ქართულ ღვინოს ეკუთვნის ადგილი მსოფლიოში პრემიუმ ღვინოებს შორის, და "91" ამ გზაზე პირველი ნაბიჯია. განაკვეთი: ჰიბრიდული მდებარეობა: თბილისი, საბურთალო
