აღწერილობა
"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრებს - უნივერსალურ დამხმარეებს (წარმოების სპეციალისტებს) "Blue Waters" მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების წარმოების, მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. "ბლუ უოთერსი" ბაზარზე წარმოდგენილია ასევე წყლის ფილტრაციის სისტემებით. ვყიდით და ვამონტაჟებთ როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე ინდუსტრიული ტიპის წყლის ფილტრაციის სისტემებს. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://bluewaters.ge იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, "ბლუ უოთერსის" გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას რას გთავაზობთ: ✍ ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი; ბონუსი 1000-2000 ლარი ✍ სამუშაო განაკვეთი : სრული; 09:00-18:00 (1 სთ შესვენება) ✍ სამუშაო ლოკაცია: ლილო, დავით კობახიძის 15 ✍ ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე ✍ ჯანმრთელობის დაზღვევა
