აღწერილობა
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხო სკოლის კოორდინატორის (მანდატური) პოზიციაზე, თბილისსა და ბათუმში. ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. პროგრესი 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ. პროგრესს ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced, " ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ. ეს ყოველივე პროგრესს ანიჭებს ოფიციალურ უფლებამოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში! ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად! მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა! დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://www.schoolprogress.ge/ თანამდებობის დასახელება: უსაფრთხო სკოლის კოორდინატორი (მანდატური) ადგილების რაოდენობა: 2 (1 თბილისში და 1 ბათუმში) სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ.N39, ქ. ბათუმი, შამილაძის N30; სამუშაო გრაფიკი: 09:00- 18:00, სრული (40-საათიანი სამუშაო კვირა), მონაცვლეობით. ანაზღაურება: შეთანხმებით. სამუშაოს ზოგადი აღწერა: უსაფრთხო სკოლის კოროდინატორი უზრუნველყოფს უსაფრთხო სასწავლო პროცესის განხორციელებას და პასუხისმგებელია სკოლაში უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.
