აღწერილობა
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე უფროსი მზარეულის პოზიციაზე მთელი საქართველოს მასშტაბით (თბილისი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი). ძირითადი მოთხოვნები: ✍ 3 (სამწლიანი) სამუშაო გამოცდილება სამზარეულოში, მათ შორის მმართველობით პოზიციებზე; ✍ პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით; ✍ სამზარეულოს გუნდის მართვის გამოცდილება, მენეჯერული უნარის ფლობა; ✍ სამზარეულოს ფუნქციონირების, კულინარიული პრაქტიკების, ქართული და ევროპული კერძების მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა; ✍ სამზარეულოს კალკულაციების შედგენის გამოცდილება და უნარები; ✍ დროის მენეჯმენტის მართვის უნარი; ✍ HACCP-ის სტანდარტით მუშაობის გამოცდილება; ✍ პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით; ✍ ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა თანამშრომლობის შემთხვევაში (არ უნდა ჰქონდეს მძიმე ვირუსული ინფექცია გადატანილი ბოლო ერთი წლის მანძილზე).
