უფროსი სპეციალისტი

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

3000-3500
დარეკე ახლა

აღწერილობა

"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი პროექტების განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში); ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შესვენება 13:00-14:00 ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1 ანაზღაურება: დარიცხული თანამდებობრივი სარგო 3, 066 ლარი. შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

MS Office

განათლება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 🌘 უმაღლესი განათლება (მაგისტრი: ბიოლოგიაში, ეკოლოგიაში, გარემოს დაცვასა და მენეჯმენტში, აგრარულ მეცნიერებებში ან მომიჯნავე საბუნებისმეტყველო დარგებში); 🌘 სასურველია მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება; 🌘 მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; 🌘 საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; 🌘 ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

3000-3500

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

სამუშაოს ზოგადი აღწერა ფუნქციები: 🌚 გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროექტების ინიცირება და განვითარება გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით; 🌚 სამიზნე ჯგუფების საჭიროებების ანალიზი (ზრდასრულები, სტუდენტები, თემობრივი ჯგუფები და სხვა); 🌚 პროექტების აქტივობების კალენდრისა და სამუშაო გეგმის შემუშავება; 🌚 ლექციების, სემინარების, გახსნილი შეხვედრების და პრაქტიკული სამუშაოების დაგეგმვა და ჩატარება; 🌚 თემატური დღეების, კვირეულებისა და კამპანიების განხორციელება; 🌚 ბოტანიკური ბაღის გარემოსდაცვით ინიციატივებში მოსახლეობის ფართო წრეების ჩართულობის უზრუნველყოფა; 🌚 გარემოსდაცვით თემებზე პოპულარული და შემეცნებითი ხასიათის ბეჭდური (ბროშურა, ფლაერი, პოსტერები) და საინტერპრეტაციო მასალების მომზადება; 🌚 საგანმანათლებლო შინაარსის ტექსტების შექმნა საზოგადოებრივი სივრცეების, გამოფენებისა და მედიისთვის; 🌚 ბოტანიკური ბაღის საქმიანობის საზოგადოებაში წარმოჩენა და წარდგენა საჯარო ღონისძიებებითა და სოციალური კომუნიკაციით; 🌚 დამთვალიერებელთა საგანმანათლებლო და შემეცნებითი ხასიათის ექსკურსიებით მომსახურების უზრუნველყოფა; 🌚 გარემოსდაცვით თემებზე საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის მედია, სოციალური ქსელები, საინფორმაციო შეხვედრები; 🌚 სკოლებთან და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში მონაწილეობა; 🌚 სასერტიფიკატო კურსების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია; 🌚 ტრენინგებისა და პრაქტიკული სამუშაოების ორგანიზება ბოტანიკური ბაღის მიზნებთან შესაბამისობაში.