აღწერილობა
"Prestige Residences" მზარდი უძრავი ქონების სააგენტოა და სპეციალიზდება პრემიუმ კლასის სახლების, ვილების და ექსკლუზიური ობიექტების გაყიდვებსა და გაქირავებაში. Prestige Residences ეძებს უძრავი ქონების აგენტს: თუ გსურს მიიღო გამოცდილება და შეისწავლო უძრავი ქონების აგენტის პროფესია, მაშინ ეს განცხადება შენთვისაა. მოვალეობები • უძრავი ქონების ობიექტების მოძიება და ბაზაში დამატება; • უძრავი ქონების ობიექტების განთავსება ონლაინ პლატფორმებზე; • პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია მათ საჭიროებებზე ინფორმაციის შეგროვება და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება; • ობიექტების ჩვენება და პრეზენტაცია; • შეთანხმებების და კონტრაქტების გაფორმება; • პერსპექტიულ კლიენტებთან და მესაკუთრეებთან გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების დამყარება; პირობები • მოქნილი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 11:00 - 19:00 (შესვენება 1 სთ). • სრული პროფესიული და კარიერული გადამზადება: ჩვენი გუნდი მოგამზადებთ და დაგატრენინგებთ რათა მალე და ხარისხიანად დაეუფლოთ პროფესიას. • გამოცდილება რეალური ქეისებიდან: ჩვენი გუნდის წევრები შეგასწავლიან კონტრაქტინგის ხელოვნებას უშუალოდ ქეისების გაფორმების პროცესშიც. • გამოსაცდელი ვადა: 2-დან 3 კვირამდე გამოსაცდელი ვადა მოიცავს როგორც ტრენინგებს, ისე აქტიურ სამუშაო ფაზას და აპლიკანტის შრომა ჩვეულებრივ ანაზღაურებადია ისე, როგორც სხვა ნებისმიერი თანამშრომლის შემთხვევაში. • კარიერული განვითარება კომპანიის მენეჯმენტში (ფიქსირებული ანაზღაურებით). • მეგობრული და ურთიერთგანვითარებაზე ორიენტირებული გუნდი. • ულიმიტო სასაუბრო და SMS ყოველი თვის განმავლობაში. • ტექნიკური უზრუნველყოფა (კომპიუტერი, მაუსი და სხვ.) ანაზღაურება - გამომუშავებით - თვიური შემოსავალი მინიმუმ 1500₾-დან. მისამართი: თბილისი, საბურთალო, ბახტრიონის ქუჩა 7ა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: prestigeresidences01@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე
