აღწერილობა
"დელივო" არის ამანათების მიწოდების სტარტაპ კომპანია, რომელიც სთავაზობს მოწინავე ტექნოლოგიების და ლოჯისტიკის სისტემის დანერგვის საშუალებით მომხმარებლებს სწრაფ და საიმედო ამანათების მიწოდების სერვისებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, სწრაფი და თანამედროვე მიტანის სერვისი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას. "დელივო" აცხადებს ვაკანსიას ფილიალთა ქსელის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე თბილისში. ძირითადი მოვალეობები: ✍ ფილიალების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; ✍ ფილიალების გახსნის პროცესის სრული მართვა; ✍ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მართვა; ✍ მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების უზრუნველყოფა; ✍ უკმაყოფილო მომხმარებლის პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო ზომების მიღება; ✍ სამოტივაციო სისტემის შემუშავება/დანერგვა/მართვა; ✍ გეგმის შესასრულებლად საჭირო აქციების დაგეგმვა მარკეტინგის და გაყიდვების დეპარტამენტებთან ერთად; ✍ ამანათების მიღების და გაცემის მონიტორინგი; ✍ მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა; ✍ კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლებებსა და ტრენინგებში მონაწილეობის მიღება; ✍ მივლინებები საქართველოს მასშტაბით; ✍ ფილიალთა ქსელის დეპარტამენტსა და სხვა დეპარტამენტებს შორის სამუშაო პროცესების აწყობა/კონტროლი. ✍ ფილიალთა ქსელის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება. ✍ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული ფუნქცია მოვალეობის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
