ფილიალის მენეჯერი - ბათუმი

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

ფიქსირებული
დარეკე ახლა

აღწერილობა

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" 2006 წ. შეიქმნა და უკვე 19 წელია, რაც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს. ამჟამად, "პეპელა" სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ევროპულ, ასევე საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს. დღეს, "პეპელა" 28 საფირმო მაღაზიას აერთიანებს. იგი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, მათ შორის: Clementoni, lego, Dream Makers, Mattel, Bruder, Papo და ა.შ. პოზიცია: ფილიალის მენეჯერი სამუშაო გრაფიკი: სრული. ადგილმდებარეობა: ბათუმი გრანდ მოლი. ჩვენთან გელოდებათ: ✍ კარიერული განვითარების შესაძლებლობა;, ✍ კომფორტული სამუშაო გარემო; ✍ ჯანმრთელობის დაზღვევა; ✍ და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

MS Word
Excel

განათლება

ძირითადი მოთხოვნები: 🌘 სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში 🌘 საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel). მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@pepela.ge და სათაურში ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (ფილიალის მენეჯერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გისურვებთ წარმატებას!

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

ფიქსირებული

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი მოვალეობები: 🌚 სავაჭრო პროცესების მართვა: 🌚 მერჩენდაიზინგის სტანდარტების მიხედვით პროდუქციის სწორი განლაგების უზრუნველყოფა; 🌚 პროდუქციის თაროებზე შევსების კონტროლის უზრუნველყოფა და სხვ. 🌚 პროდუქციის მოვლა და მის სისუფთავეზე ზრუნვა; 🌚 სააღრიცხვო პროცესების მართვა: 🌚 მონაწილეობის მიღება შემდეგ საკითხებში - მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთის მიხედვით: 🌚 შიდა აღწერებში მონაწილეობის მიღება; 🌚 ოფისიდან მიღებულ სხვადასხვა დავალებებზე ოპერატიულად რეაგირება; 🌚 საწყობიდან პროდუქციის მიღება და უკან დაბრუნება დადგენილი წესის მიხედვით მენეჯერის ან უფროსი კონსულტანტის მეთვალყურეობის ქვეშ; 🌚 ოპტიმალური ასორტიმენტის განსაზღვრა; 🌚 მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა; 🌚 ორგანიზაციის პროგრამაში და სალარო აპარატთან მუშაობა მენეჯერის ან უფროსი კონსულტანტის მეთვალყურეობის ქვეშ.