აღწერილობა
ტექნიკის მაღაზიათა ქსელში "კონტაქტ ჰოუმის" გუნდში ვეძებთ ფილიალის მენეჯერს. "კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება. ფილიალის მენეჯერის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება: ✍ მაღაზიის პერსონალის ეფექტური მართვა; ✍ მაღაზიის პერსონალის მიერ მომხმარებელთა სრულყოფილი მომსახურების კონტროლი, კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; ✍ მაღაზიაში საქონლის განთავსების ორგანიზება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; ✍ ფასმაჩვენებლების მოწესრიგებულობა და ეფექტური განთავსების კონტროლი; ✍ სალაროს პროგრამული და რეალური ნაშთის გადამოწმება და მეილის საშუალებით ქსელის მმართველთან დაფიქსირება; ✍ საქონლის მარაგების ნაშთების კონტროლი დეფექტური მარაგების აღრიცხვა და მართვა პროცედურების შესაბამისად; ✍ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.
