აღწერილობა
საკონდიტრო “ლიკასთან” აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. აბაშიძის N 61. სამუშაო დრო: კვიაში 5 დღე. I ცვლა: 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (NET) ფუნქცია/მოვალეობები: ობიექტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კოორდინირება, მონიტორინგი; გაყიდვების და მომსახურების ხარისხის კონტროლი და ზრდის უზრუნველყოფა; მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებელთან, მიღებული შეფასებების განხილვა პერსონალთან; სანიტარული, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვის მონიტორინგი; პროდუქციის და მარაგების მონიტორინგი, შეკვეთების გაკეთება/მიღება, სალაროს სიზუსტის უზრუნველყოფა; თანამშრომლების გრაფიკების შედგენაში მონაწილეობის მიღება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა
