ფინანსური აუდიტის მენეჯერი - " Nexia Georgia "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

ფიქსირებული
დარეკე ახლა

აღწერილობა

"Nexia Georgia" საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელის - "Nexia International"-ის წარმომადგენელია საქართველოში, 2014 წლიდან. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, მსოფლიოს 125-ზე მეტ ქვეყანაში, 800-მდე ოფისით არის წარმოდგენილი და გამოირჩევა თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის სერვისებით. "Nexia Georgia" აერთიანებს 700-მდე კლიენტს და 300-მდე პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს დინამიკური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებითა და ცოდნით. "Nexia Georgia" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აუდიტის მენეჯერის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ✍ უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით; ✍ ფინანსურ აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; ✍ IFRS და ISA სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა; ✍ აუცილებელია ACCA-ს ფუნდამენტური დონის სერტიფიკატი; ✍ Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ✍ ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

გუნდის მართვის და მოტივაციის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა;

განათლება

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური აუდიტის მენეჯერი".

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

ფიქსირებული

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი მოვალეობები: 🌚 პოტენციურ კლიენტთან გარიგების პარტნიორთან ერთად მოლაპარაკების წარმოება სერვისის გაწევის მიზნით; 🌚 დეპარტამენტის საქმიანობის შესაბამისად მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა კლიენტი კომპანიებისათვის; 🌚 პროცესების ოპტიმიზაციის და ეფექტურობის მიზნით რეკომენდაციების შეთავაზება და განხილვაში ჩართულობა; 🌚 დეპარტამენტის პროექტების დაგეგმვა გარიგების პარტნიორთან ერთად, პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობების განსაზღვრა, გუნდის დაკომპლექტება და გარიგებებზე გადანაწილება; 🌚 გუნდის წევრებისთვის დავალებების ოპტიმალურად გადანაწილება, მონიტორინგი და შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებით ინსტრუქციების მიცემა; 🌚 პრობლემის დროული იდენტიფიცირება და საკითხის გავლა გარიგების პარტნიორთან; 🌚 იდენტიფიცირებული პრობლემის კლიენტთან გავლა გარიგების პარტნიორთან ერთად; 🌚 გარიგების ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების და ფირმის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით; 🌚 გარიგებების დაარქივება ფირმის მეთოდოლოგიის შესაბამისად და მეთოდოლოგიის ვადების დაცვით; 🌚 არსებულ თანამშრომლებთან პერიოდული უკუკავშირის და რეკომენდაციების მიცემა სამუშაო პროცესის გაუმჯობესების მიზნით; 🌚 ახალი თანამშრომლის ადაპტაციის პროცესში პროფესიულ საკითხებზე კონსულტირება და უკუკავშირის უზრუნველყოფა; 🌚 შიდა სამუშაო შეხვედრების ჩატარება თანამშრომლების სწავლების და განვითარების მიზნით; 🌚 ინფორმაციის გაზიარება გუნდის სხვა წევრებთან, საერთო ამოცანებისა და მიზნების მიღწევის მიზნით; 🌚 გუნდური მუშაობის საჭიროებისა და მნიშვნელობის გაცნობიერება. ფირმასთან და თანამშრომლებთან მიმართებაში პოზიტიური დამოკიდებულება და ჯანსაღი სამუშაო ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ხელის შეწყობა.