ფინანსური დირექტორი

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

5000-5500
დარეკე ახლა

აღწერილობა

დაცვის კომპანია "ალგანი" უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბაზრის ლიდერი კომპანიაა საქართველოში. 2004 წელს დაფუძნებულმა კომპანიამ - ამბიციური ხედვით, თანმიმდევრული პოლიტიკითა და პროფესიონალიზმით - შეძლო უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისები დაენერგა და შეეთავაზებინა საზოგადოებისთვის. "ალგანის" პორტფელი 11 000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. დღეისათვის, კომპანიაში დასაქმებულია 1300-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე. ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, საბურთალო, გიორგი სააკაძის გასასვლელი II, N8 სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი საშუალო ანაზღაურება: 5, 000 ლარი Net. (ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე)


პროფილის ინფორმაცია

უნარები

ორგანიზებულობისა და დროის მართვის უნარი
სტრესულ ვითარებაში გადაწყვეტილების მიღების უნარი

განათლება

პიროვნული თვისებები: 🌘 ანალიტიკური აზროვნების უნარი; 🌘 მოლაპარაკებების წარმოების უნარი; 🌘 სტრესულ ვითარებაში გადაწყვეტილების მიღების უნარი; 🌘 დეტალებზე ორიენტირებულობა; 🌘 ორგანიზებულობისა და დროის მართვის უნარი; 🌘 გუნდური მუშაობის უნარი; 🌘 მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაცვის კომპანია "ალგანში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დაცვის კომპანია "ალგანის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. დაცვის კომპანია "ალგანი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

5000-5500

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ფუნქცია/მოვალეობები: 🌚 კომპანიის ყველა ფინანსურ ოპერაციაზე ზედამხედველობა, შესაბამისობის უზრუნველყოფა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS) და სხვა რეგულაციებთან. 🌚 კომპანიის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა; 🌚 სახელფასო, ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის პოლიტიკის შემუშავება გაცხადებული სტრატეგიის შესაბამისად და მის აღსრულებაზე ზედამხედველობა; 🌚 ფინანსური რესურსების კანონიერი, გამჭვირვალე, ეკონომიური და ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა; 🌚 კომპანიის ბიუჯეტის ფორმირება და მისი შესრულების ზედამხედველობა რეგულარული ფინანსური ანალიზით; 🌚 კორპორატიულ კლიენტებსა და ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურების ღირებულების დროულად და სრულად გადახდის მონიტორინგი; 🌚 თანამშრომელთა სახელფასო ფონდის მართვა; 🌚 ტენდერში მონაწილეობისა და შესყიდვების პროცესების მართვა დადგენილი წესის შესაბამისად; 🌚 უფლებამოსილი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ ფინანსური აუდიტის ჩატარების დაგეგმვა და მასში მონაწილეობა; 🌚 ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან ფინანსური საქმიანობის წარმართვა/მონაწილეობა; 🌚 მომსახურებების ოპტიმალური საფასურის დადგენაში და სხვა მომსახურების შეფასების პროცესებში მონაწილეობა; 🌚 კომპანიის დებიტორულ -კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და მართვა; 🌚 კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღრიცხვასა და მის მოვლა-პატრონობაზე ზედამხედველობა; ინვენტარიზაციაში მონაწილეობა; 🌚 ფინანსური რისკების დროული იდენტიფიცირება, რისკების მართვა/მინიმიზაცია და მენეჯმენტის დროული ინფორმირება.