აღწერილობა
შემოუერთდი "ბოქსეტის" საერთაშორისო გუნდს — შენს გამოცდილებას ახალ საფეხურზე ავიყვანთ! "ბოქსეტი" — საერთაშორისო ლოგისტიკური ჯგუფი, რომელიც წარმატებით ოპერირებს საქართველოში, უკრაინაში, უზბეკეთში, აშშ-ში, თურქეთსა და ჩინეთში — ეძებს ფინანსურ მენეჯერს, რომელიც ჩვენთან ერთად გაიზრდება და განვითარდება. თუ ხარ ენერგიული, შედეგებზე ორიენტირებული და გინდა შენი კარიერა გააგრძელო გლობალურ, სწრაფად მზარდ გარემოში — ეს შანსი შენთვის არის! ვაკანსია: ფინანსური მენეჯერი რას მოგანდობთ: ✍ ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (Income Statement, Balance Sheet, Cash Flow); ✍ ბუღალტრული თვის დახურვის პროცესში ბრუნვითი უწყისის კორექტირება და ანალიზი; ✍ ინვოისების კონტროლი და მართვა; ✍ ბიუჯეტის პროექტების მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა; ✍ ფინანსური შედეგების საფუძველზე ხარჯების ოპტიმიზაციისა და შემოსავლების ზრდის მიმართულებით რეკომენდაციების შეთავაზება; ✍ საპროგნოზო ფინანსური მოდელების შედგენა მიმდინარე სტრატეგიული ამოცანების გათვალისწინებით; ✍ აქტიური კომუნიკაცია შესაბამის შიდა სამსახურებთან.
