აღწერილობა
შპს "კავკასპაკი" ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც 2007 წელს თბილისში ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით შეიქმნა. თავდაპირველად კომპანიის საქმიანობა მხოლოდ კვერცხის შესანახი ფირფიტების წარმოებას მოიცავდა, თუმცა, ბაზრის ტენდენციების ცვლასთან ერთად, კომპანიის წარმოება გაფართოვდა და პროდუქციის ასორტიმენტიც გაიზარდა. 2010 წლიდან "კავკასპაკ"-მა საწარმო გახსნა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ინდუსტრიულ ზონაში, ქალაქ რუსთავში. დღესდღეობით კომპანია აწარმოებს როგორც კვერცხის შესაფუთ კონტეინერებს, ასევე კონტეინერებს მზა საკვებისთვის, Take Away სერვისისა და საკონდიტროებისათვის. ამჟამად "კავკასპაკ"ის მიერ წარმოებული პროდუქციის 35% ექსპორტზე გადის. ჩვენი პროდუქცია იყიდება: ესპანეთში, უკრაინაში, თურქეთში, უზბეკეთში, აშშ-ში, კანადასა და პანამაში. ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია "კავკასპაკ"-ი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე. პირობები: ✍ ლოკაცია: რუსთავი, დავით გარეჯის ქუჩა #30 ✍ სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 (კვირაში 40 საათი) ✍ გამოსაცდელი პერიოდი: არაუმეტეს 6 თვისა; ✍ ანაზღაურება: 4500-5000 (net)
