აღწერილობა
სასტუმრო "Glarros Old Town", მდებარეობს თბილისის ცენტრში (კოტე აფხაზის ქ. 15), სტუმრებს სთავაზობს 75 დიზაინერულად გადაწყვეტილ ნომერს. სასტუმროში განთავსებულია 1 რესტორანი და 1 ღია ტიპის კაფე-ტერასა. სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის თანამშრომლის (რეცეფციონისტი) პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ✍ თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან; ✍ სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება; ✍ სტუმრის PMS სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება; ✍ სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ; ✍ შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; ✍ სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება; ✍ სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება და ა.შ); ✍ სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში ინფორმაციის გადაცემა; ✍ სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.
