აღწერილობა
ბავშვთა განვითარების ცენტრი "ბეიბი ქოლეჯ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე. "ბეიბი ქოლეჯ თბილისი" წარმოადგენს ბრიტანული ბრენდის ფრენჩაიზს და უკვე მესამე წელია ოპერირებს თბილისში. ჩვენ ვთავაზობთ ბავშვებსა და მათ მშობლებს ერთსაათიან გაკვეთილებს, რომლებიც მოიცავს აქტივობებს ფიზიკური, სენსორული და სოციალური უნარების განვითარებისათვის. ჩვენი გუნდისთვის ვეძებთ მოტივირებულ ფსიქოლოგს, რომელსაც უყვარს ბავშვებთან მუშაობა და კომუნიკაცია.
