აღწერილობა
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". "PepsiCo" უკვე ზედიზედ მერვე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის. შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს ქიმიკოს-ლაბორანტის თანამდებობაზე რძის პროდუქტების საწარმოში, ფონიჭალაში. ძირითადი მოვალეობები: ✍ ახორციელებს ნიმუშების აღებას, ამზადებს ნიმუშებს რძეზე და რძის პროდუქტებზე კვლევის საწარმოებლად ✍ ახორციელებს რძის და რძის პროდუქტების ხარისხის ფიზიკო-ქიმიურ ანალიზს დადგენილი კვლევის მეთოდებისა და ტექნოლოგიურ პროცესებზე არსებული ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად. ✍ ატყობინებს ხარისხის მართვის მენეჯერს საკონტროლო მაჩვენებლების ნებისმიერ გადახრაზე. ✍ ახორციელებს აღჭურვილობის გასარეცხი და სადეზინფექციო ხსნარების კონცენტრაციის კონტროლს. ✍ უზრუნველყოფს ლაბორატორიის ჭურჭლის რეცხვას კვლევების ჩატარების შემდგომ და ამზადებს მას მომდევნო სამუშაოსთვის. ✍ აწარმოებს დეტალურ ლაბორატორიული ჟურნალს და სხვა დოკუმენტებს რძეზე და რძის პროდუქტებზე.
