ქიმიკოსი - ნატახტარი - " ლუდსახარში ნატახტარი - EFES საქართველო "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

ფიქსირებული
დარეკე ახლა

აღწერილობა

"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა. Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის. "ეფეს საქართველო" უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი. "ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე ქიმიკოსი. სამუშაო ადგილი: სოფ. ნატახტარი სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი ცვლა თანამშრომელს ასევე ვთავაზობთ ბენეფიტების პაკეტს: ✍ ტრანსპორტირება თბილისიდან ნატახტარში და უკან; ✍ ჯანმრთელობის დაზღვევა (100%); ✍ ლანჩი; ✍ სასაჩუქრე პროდუქცია ყოველი თვის ბოლოს.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

🏅 უმაღლესი განათლება (კვების წარმოებაში ან/და ქიმიურ ინჟინერიაში);

განათლება

რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ს.ს. "ლომისი"-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 12 თვის ვადით. დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერზე: https://www.natakhtari.com განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში. აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ge.anadoluefes.com და eghr@ge.anadoluefes.com ს.ს. "ლომისი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 1 მაისი.

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

ფიქსირებული

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი მოვალეობები: 🌚 ნედლეულის, დამხმარე მასალების, ქიმიური რეაქტივების და შესაფუთი მასალების სინჯების აღება და შემოწმება; 🌚 სახარშიდან, ფერმენტაციიდან, მატურაციიდან, ფილტრაციიდან და შუშის, ქილის, კასრის და პეტის ხაზიდან ქიმიურ-ფიზიკური მაჩვენებლების აღება და შემოწმება; 🌚 ხელსაწყოების სწორი დაკალიბრაცია და შემოწმება; 🌚 მეთოდური, ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტაციის თვალყურის დევნება; 🌚 სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისად ხარისხის ანალიზი; 🌚 ანალიზისთვის ყველა საჭირო ხსნარისა და ჭურჭლის მომზადება; 🌚 მიღებული შედეგების სისწორის კონტროლი; 🌚 ანალიზის შედეგების შეგროვება და ინფორმაციის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი განყოფილებებისთვის მიწოდება; 🌚 აპარატურის სისუფთავის შენარჩუნება; 🌚 ხელმძღვანელობის გამოვლენილი შეუსაბამობის, ან მისი არსებობის პოტენციური რისკის შესახებ ინფორმირება; 🌚 წარმოების პროცესის გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის ინიცირებულ და დანერგილ პროექტებში მონაწილეობა; 🌚 შრომითი დისციპლინის, სანიტარული მოთხოვნების, უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვა; 🌚 კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა; 🌚 ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.