აღწერილობა
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს ყველაზე ხარისხიან და გემრიელ ტკბილეულსა და ცხობის პროდუქციას სთავაზობს. "მადარტ დელივერი" "მადარტის" შვილობილი კომპანიაა, რომელიც ჩვენი მომხმარებლისთვის ყველაზე გემრიელი და ტკბილი პროდუქციის, ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად მიტანას უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანი, უსაფრთხო და დროული მიწოდების გარდა, მომხმარებლისთვის გემრიელი და პოზიტიური განწყობის შექმნაა. კომპანია "მადარტ დელივერი" სამუშაოდ გიწვევთ ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე! სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქუჩა ანაზღაურება: 1000-1500₾ სამუშაო გრაფიკი: სრული, მცოცავი - კვირაში 5 დღე (*ქოლ-ცენტრის ოპერატორი მუშაობს 8 საათიანი სამუშაო განრიგით + 1 საათი შესვენება, სამუშაო საათები და დღეები მცოცავია ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, 08:30-დან 21:00 საათის მონაკვეთში)
