ვალუტის კონვერტაციის პირველი ონლაინ პლატფორმა საქართველოში - "Kursi.ge" აცხადებს ვაკანსიას ქოფირაითერის პოზიციაზე (სრული განაკვეთი).
სამუშაოს აღწერა: ქოფირაითერი პასუხისმგებელია მოიფიქროს და შექმნას მიმზიდველი ქონთენთი, რომელიც ეფექტურად მიაწვდის მიზნობრივ აუდიტორიას კომპანიის მთავარ გზავნილებს და პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციას, იქნება ეს სარეკლამო თუ საინფორმაციო მასალების მეშვეობით.
პროფილის ინფორმაცია
უნარები
✓ ინგლისური ენის ცოდნა
✓ გუნდური მუშაობის უნარი
განათლება
აუცილებელი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
🌘 მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
🌘 გამართულად წერის უნარი
🌘 შემოქმედებითი უნარი
🌘 გუნდური მუშაობის უნარი
🌘 ინგლისური ენის ცოდნა
🌘 ციფრული არხების, ქონთენთის და ტრენდების ცოდნა
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე info@kursi.ge და საგანში " (subject)" აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "ქოფირაითერი".
სამსახურის დეტალები
ხელფასის დიაპაზონი
ფიქსირებული
სამსახურის ტიპი
სრული განაკვეთი
მოთხოვნები
ძირითადი მოვალეობები:
🌚 ქოფების წერა:
- კრეატიული და მიმზიდველი ქოფებისა და ქონთენთის შექმნა კომპანიის სხვადასხვა პლატფორმისთვის, მათ შორის ვებსაიტისთვის, სოციალური მედიისთვის, ელექტრონული ფოსტის მარკეტინგისთვის, ბლოგებისთვის, ბეჭდური მასალებისთვის და სხვა.
- ქოფების უზრუნველყოფა ისე, რომ ბრენდის ხმის, საკომუნიკაციო ენის, მთავარი გზავნილებისა და სტრატეგიული მიზნების გაზიარება სწორად მოხდეს მიზნობრივი აუდიტორიისთვის.
🌚 ქონთენთის მოფიქრება:
- კრეატიული და საინტერესო ქონთენთის მოფიქრება კომპანიის ციფრულ არხებში კომუნიკაციისთვის.
- სხვადასხვა კამპანიების/მინი კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და შემოქმედებითი იდეების მოფიქრება და აღსრულება.
🌚 აუდიენციის ჩართულობა: ქონთენთის კომენტარებსა და კითხვებზე პასუხის გაცემა რეალურ დროში, ურთიერთკავშირის და ერთიანობის გრძნობის გასაღრმავებლად.
🌚 კვლევა და ანალიტიკა
- ინდუსტრიის ტენდენციების, კონკურენტების და სამიზნე აუდიტორიის შესახებ ინფორმაციის ცოდნა.
- მოწოდებული ბრიფების გაანალიზება და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება ეფექტური ქოფების შესაქმნელად.
🌚 კორექტირება და რედაქტირება: ქოფების გადახედვა და რედაქტირება, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც გრამატიკული სისწორე, ასევე ბრენდის სტილისა და ტონის სიზუსტე.
🌚 კრეატიულობა და ინოვაციები: ქოფირაითინგისა და ბლოგის წერისთვის ახალი იდეებისა და ინოვაციური მიდგომების გაზიარება გუნდისთვის, ქონთენთის რელევანტურობისა და მიმზიდველობის შესანარჩუნებლად.