აღწერილობა
"ქუქი სითი ბეიქერი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის კონსულტანტის თანამდებობაზე. მოვალეობები: ✍ შემოსული მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა ✍ ყავის, ფრეშების, ლიმონათების დამზადება ✍ სალაროსთან მუშაობა ✍ პროდუქციის დახლებზე განლაგება და ნაშთების მონიტორინგი ✍ მომხმარებლისთვის მიმდინარე აქციების შეთავაზება ✍ მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა და სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევა ✍ ჩვენი ფილიალების და კორპორატიული შეკვეთების ჩალაგება ✍ გლოვოსა და ვოლტის შეკვეთების ჩალაგება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ✍ სასურველია მომსახურების/გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ✍ სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
