აღწერილობა
"MS holding" - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/ ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, არასდროს გვავიწყდება, კომპანიის წარმატების მთავარი შემოქმედნი, ჩვენი გუნდის წევრები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი სამუშაო კულტურის შექმნა და გვჯერა, რომ გუნდის ძალა მის თითოეულ წევრშია და პირიქით ყველა მათგანის ძალას გუნდი აერთიანებს. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად "MS Holding" ეძებს განვითარებაზე და დეტალებზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარულ ადამიანს შეკვეთების ოპერატორის პოზიციაზე. რისი გაკეთება მოგიწევს: ✍ პარტნიორი კომპანიებისგან და შოურუმისგან მიღებული შეკვეთების პროგრამულად დამუშავება და განთავსება; ✍ შეკვეთის გაწერისას, ფასების/ბარკოდების დადარება, სხვაობის იდენტიფიცირება, უზუსტობის შემთხვევაში კომუნიკაცია გაყიდვების მენეჯერებთან; ✍ დასრულებულ/გაწერილ შეკვეთაზე, წერილობითი უკუკავშირი, მიწოდების ვადებზე საწყობთან და გაყიდვებზე პასუხისმგებელ პირებთან; ✍ დასრულებული/გაწერილი შეკვეთის ზედნადების ატვირთვა/უკან დაბრუნების ზედნადების კორექტირება, ან გაუქმება; ✍ გამავალი ზედნადებებისა და უკან დაბრუნების ზედნადებების დაარქივება; ✍ უკან დასაბრუნებელი პროდუქციის საბუთების მართვა - მიღებული უკან დაბრუნების პროგრამულად გაწერა, ობიექტის და შიდა საწყობის ინფორმირება დაბრუნების ვადებზე (შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად), საჭიროებისამებრ, ბუღალტერთან კომუნიკაცია; ✍ პარტნიორებისგან მოწოდებული წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა და საწყობის ინფორმირება;
