შერჩევის უმცროსი სპეციალისტი - " სადაზღვევო კომპანია ალდაგი "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

0-50k
დარეკე ახლა

აღწერილობა

სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას შერჩევის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში. სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი) სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი


პროფილის ინფორმაცია

უნარები

🏅 მოლაპარაკების წარმართვის უნარი
🏅 ყურადღებიანი დეტალების მიმართ

განათლება

აუცილებელი უნარები: 🌘 მოლაპარაკების წარმართვის უნარი 🌘 ანალიტიკური აზროვნება და სისხარტე 🌘 გადაწყვეტილების მიღების უნარი 🌘 ყურადღებიანი დეტალების მიმართ 🌘 ორგანიზებული და მოწესრიგებული 🌘 გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი 🌘 აქტიური მოსმენის უნარი გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2025 წლის 2 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - შერჩევის უმცროსი სპეციალისტი. სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

0-50k

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი მოვალეობები: 🌚 თანამშრომელთა შერჩევის პროცესის მართვა: ვაკანსიის აღწერის შემუშავება, შერჩევის მეთოდის განსაზღვრა, ვაკანსიის გავრცელება და აპლიკანტების მოძიება სხვადასხვა არხების გამოყენება; 🌚 მიღებული რეზიუმეების გადარჩევა; 🌚 გასაუბრებებისა და ტესტირებების დაგეგმვა, ჩატარება და ამ გზით კანდიდატთა შერჩევა; 🌚 ალტერნატიული მეთოდების გამოყენებით ტალანტების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება; 🌚 დასაქმების ფორუმებში მონაწილეობა, უნივერსიტეტებთან ურთიერთობა, სტუდენტებთან შეხვედრებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება; 🌚 აპლიკანტთა ბაზების წარმოება, მონაცემების აღრიცხვა, შერჩევის პროცესის ანალიზი და რეგულარული რეპორტების მომზადება.