აღწერილობა
"ელემენტ ჰოლდინგი" სამშენებლო სექტორის 10-ზე მეტ წარმატებულ წარმომადგენელს აერთიანებს. შვილობილი კომპანიების რესურსი მოიცავს ინდუსტრიული, ჰიდროტექნიკური თუ სამოქალაქო მშენებლობისთვის საჭირო, როგორც სრულ, ასევე ვიწრო სპეციალიზებულ მიმართულებებს. მათი ნაწილი საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს. მსგავსი კომპლექსურობით, "ელემენტ ჰოლდინგი" საქართველოში უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის და დარგის წამყვან წარმომადგენლად მიიჩნევა. "ელემენტ ჰოლდინგის" წარმატება ინოვაციურ სამშენებლო მიდგომებსა და თანამედროვე მენეჯმენტ სისტემაზეა დაფუძნებული. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.elementholding.ge "ელემენტ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი
