აღწერილობა
სასტუმრო "აფიშა" სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით. სასტუმრო "აფიშაში" შეფ დე პარტიე იცავს საკვების მომზადებისა და პრეზენტაციის მაღალ სტანდარტებს; ზედამხედველობს სამზარეულოს დაბალ პოზიციაზე მომუშავე პერსონალს. ძირითადი მოვალეობები: ✍ ზედამხედველობა გაუწიოს მის სმენაში მყოფ თანამშრომლებს; ✍ მოამზადოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით, სტანდარტების სრული დაცვით და მინიმალური დანაკარგით; ✍ შეამოწმოს თითოეული კერძის ხარისხი, პორციის რაოდენობა, პრეზენტაბელურობა და ტემპერატურა სამზარეულოდან გატანამდე; ✍ მუდმივად აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი, ვარგისიანობა და სასაწყობე რაოდენობა; ✍ დაახარისხოს და შეინახოს საკვები და შეამოწმოს ტემპერატურისა და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერები; ✍ გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება ახალ თანამშრომლებს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს მათ დატრენინგებაში; ✍ გაითვალისწინოს სტუმრის კომენტარები და მიაწოდოს ინფორმაცია უშუალო ხელმძღვანელს. ✍ აქტიურად ჩაერთოს HACCP-ის სისტემის, კონტროლისა და დოკუმენტაციის შევსების პროცესში; ✍ აკონტროლოს მარაგების ოპტიმალური მოხმარება; ✍ მონაწილეობა მიიღოს ყოველთვიურ ინვენტარიზაციაში;
