აღწერილობა
"APM Terminals Poti" (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) წარმოადგენს უდიდეს მრავალმიზნობრივ ნავსადგურს საქართველოში, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის ტვირთის და კონტეინერის გადამუშავებას. ასევე, აღნიშნულ გადამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის საზღვაო მომსახურების გაწევას. ძირითადად ის ემსახურება, როგორც საქართველოს, ასევე, აზერბაიჯანის, სომხეთის და ცენტრალური აზიის ბაზრებს. "APM Terminals Poti" გთავაზობთ: ✍ საინტერესო გამოწვევებს და ნავსადგურის ოპერაციების სიღრმისეულად გაცნობის შესაძლებლობას. ✍ სწავლების, განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს. ✍ თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ გარემოს. ✍ სამუშაოს და დასვენების ბალანსს. ✍ მრავალფეროვნებისა და ჩართულობის პრინციპსა და კორპორატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღია სამუშაო კულტურას, დინამიკურ, საერთაშორისო გარემოში. ✍ Lean ბიზნეს სისტემის გაცნობის შესაძლებლობას. ✍ ჯანმრთელობის დაზღვევას. ✍ კვებას. ამჟამად კომპანია აცხადებს შიდა აუდიტორის ვაკანსიას. პოზიციის დეტალური ფუნქცია-მოვალეობების გასაცნობად, ასევე, დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის წარსადგენად, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვაკანსიების პორტალს. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 08 მაისი.
