შოურუმის კონსულტანტი

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

1000-1500
დარეკე ახლა

აღწერილობა

შპს "სკამი" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის თანამდებობაზე. კომპანიის შესახებ: შპს "სკამი" - ქართული ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის წამყვანი კომპანია, აცხადებს კონკურსს შოურუმის კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომელს, რომელიც დაინტერესებულია გრძელვადიანი კარიერული განვითარებით სტაბილურ და მზარდ კომპანიაში. რას ვთავაზობთ: ✍ ოპტიმალური სამუშაო განრიგი: 33-35-საათიანი სამუშაო კვირა ✍ პროფესიული განვითარება: კომპანიის მიერ დაფინანსებული ტრენინგები და სერტიფიცირება ✍ ჯანმრთელობის დაზღვევა: სრული სამედიცინო პაკეტი ✍ კონკურენტული ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + შეუზღუდავი ბონუსები ✍ კარიერული ზრდა: რეალური განვითარების შესაძლებლობები კომპანიის შიგნით ✍ სამუშაო გარემო: თანამედროვე შოურუმი და პროფესიონალური გუნდი. არასტრესული, სასიამოვნო ატმოსფერო. სამუშაო პირობები: ✍ განაკვეთი: სრული განაკვეთი ✍ სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე ✍ 12:00-19:00 კვირის დღეებში. 12:00-18:00 შაბათი-კვირა (33-35 საათიანი სამუშაო კვირა, ჰიბრიდული რეჟიმი) ✍ ანაზღაურება: 1, 200-1, 500 ლარი (დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე) + ბონუსები გეგმის შესრულებაზე (შეუზღუდავი ზედა ზღვარი) ✍ სამუშაო ადგილი: თბილისი, ცაცხვების 1-ლი შესახვევი, კორპუსი 4


პროფილის ინფორმაცია

უნარები

MS Office
CRM

განათლება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 🌘 მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება საცალო გაყიდვებში (სასურველია) 🌘 განვითარებული კომუნიკაციის, გაყიდვებისა და პრეზენტაციის უნარები 🌘 კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა 🌘 კომპიუტერული პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (MS Office, CRM სისტემები) 🌘 დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე 🌘 მულტიტასკინგის უნარი და დროის ეფექტური მართვა 🌘 გუნდური მუშაობის უნარი 🌘 ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელი) 🌘 რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად განაცხადის წარდგენის პროცედურა: დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: jobs@skami.com.ge ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ: "შოურუმის კონსულტანტი" შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. შპს "სკამი" არის თანაბარი შესაძლებლობების დამსაქმებელი. ჩვენ ვაფასებთ პროფესიონალიზმს, მონდომებას და განვითარების სურვილს.

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

1000-1500

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები: 🌚 შოურუმში მომსვლელი კლიენტების პროფესიონალური კონსულტირება 🌚 კლიენტების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქციის რეკომენდაცია 🌚 აქტიური გაყიდვების განხორციელება მაღალი სერვისის სტანდარტების დაცვით 🌚 კომპანიის პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა (მასალები, ექსპლუატაციის წესები, წარმოების ტექნოლოგიები) 🌚 შეკვეთების გაფორმება და საწარმოო სისტემაში ზუსტი ინფორმაციის შეტანა 🌚 შეკვეთის დამზადების პროცესის მონიტორინგი და კლიენტთან პროაქტიული კომუნიკაცია 🌚 მზა პროდუქციის ჩაბარების კოორდინაცია და დოკუმენტაციის გაფორმება 🌚 სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციების გაწევა 🌚 შოურუმის ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება 🌚 გაყიდვების ანგარიშგება და CRM სისტემის წარმოება 🌚 შოურუმის ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება