აღწერილობა
"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორატიულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად. ამჯერად, ვეძებთ შოურუმის მენეჯერს პრემიუმ ხარისხის საყოფაცხოვრებო და საოფისე ავეჯის შოურუმისთვის. ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში. ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142 ანაზღაურება: ფიქსირებული 2000-2500 ლარი (კომპეტენციის მიხედვით) + ბონუსები გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე - 10:00- 19:00 საათამდე (დასვენების დღეების შეთანხმებით)
