აღწერილობა
ვინ ვართ ჩვენ: მრავალპროფილური საკონსულტაციო კომპანია "Geo Safety", რომელიც სთავაზობს ბიზნესებს შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, სურსათის უვნებლობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის და იურიდიული მომსახურებების სრულ სპექტრს. აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს, რომელიც გაუწევს მომსახურებას ჩვენს პარტნიორ კომპანიებს. თბილისის კანდიდატისთვის პოზიცია: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი (სამშენებლო მიმართულება) ლოკაცია: თბილისი გრაფიკი: სრული (ორშაბათი - პარასკევი, 9:00 - 18:00) ანაზღაურება: 1 800 ლარი (ხელზე) ზრდის პერსპექტივით ✍ შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ცოდნა, სამართლებრივი ანალიზი და კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაციების შემუშავება. ✍ სამშენებლო მიმართულებით შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა. ✍ კონკრეტული კანონისა და სამართლებრივ აქტებში შეტანილი ცვლილებების მონიტორინგი და დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ✍ სწავლებებისა და ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარება. ძირითადი მოთხოვნები: ✍ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერთიფიკატი/დიპლომი. ✍ შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ზედმიწევნით ცოდნა. ✍ სამშენებლო მიმართულებით შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა. ✍ ძლიერი ანალიტიკური უნარი და დეტალებზე ორიენტაცია. ✍ მნიშვნელოვანია კარგი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარები. ✍ დროის ეფექტური მართვის უნარი. ✍ პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვირის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ✍ პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს. ✍ კარიერული განვითარების შესაძლებლობას ✍ ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს.
