აღწერილობა
მარკეტინგული და ვებ სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტერის პოზიციაზე დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე. ჩვენი კომპანია დაარსდა 2010 წელს და მუშაობს ქართული ბაზრის საშუალო და მსხვილ კომპანიებთან. პორტფოლიოში გვყავს ბრენდები: TBC Bank, Pepsi, Axis Towers, Adjarabet, Tegeta Motors, Vardzia Resort, King David Residence, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი და სხვა. თუ შენ გსურს საინტერესო პროექტებსა და ამოცანებზე მუშაობა, გამოავლინო შენი ცოდნა, განვითარდე და გაიზარდო პროფესიულად, ჩვენი კარი შენთვის ღიაა. გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე, თუმცა მანამდე ყურადღებით გაეცანი ჩვენს მოთხოვნებსა და პირობებს. პირობები: ✍ დისტანციური სამუშაო გრაფიკი; ✍ სურვილის შემთხვევაში შეგიძლია იმუშაო ოფისიდან; ✍ სტაჟირების ვადა 2 კვირა; ✍ სახელფასო განაკვეთი 1500 - 2500 ლ კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე; ✍ ბონუსები: განვიხილავთ ინდივიდუალურად KPI-ის მიხედვით; მოთხოვნები: ✍ სეო ოპტიმიზაციის ცოდნა; ✍ სემანტიკური ბირთვის შედგენა; ✍ საძიებო სისტემების სტატისტიკასთან მუშაობა; ✍ სეო ლინკების ტექნოლოგიის ცოდნა; ✍ ვებ გვერდების ტექნიკური ანალიზი; ✍ ვებ გვერდის სწორი ინდექსაციისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარება (თეთრი ოპტიმიზაცია); ✍ Google და Yandex სისტემების ცოდნა; ✍ Adwords, Direct - კონტექსტური რეკლამის გაშვება / მონიტორინგი / ოპტიმიზაცია; ✍ Adsense და მსგავს სარეკლამო სივრცეებში რეკლამის გაშვება / მონიტორინგი; ✍ Analitycs, Metrika - ანალიტიკის შესწავლა / დამუშავება / მონიტორინგი; ✍ SMM და SMO მარკეტინგის ცოდნა: ✍ Fb, In, in, yb სარეკლამო კამპანიების გაშვება, მონიტორინგი. ✍ ლიდების გენერაცია;
