აღწერილობა
სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებსა და პროგრამებს, ქვეყნის 54 მუნიციპალიტეტში ეწევა საექსტენციო საქმიანობას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სააგენტოს მიზანია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა. ა (ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღმის მასივი ანაზღაურება: 1250 ლარი (net) სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, დღეში 6 საათი 09:21:00 შუალედში - ხელმძღვანელის მიერ შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად. ფუნქცია-მოვალეობები: ✍ მოქალაქეთა მომსახურება/კონსულტირება სატელეფონო მომსახურების სტანდარტების დაცვით; ✍ შემოსულ ზარებზე დროული და ადეკვატური რეაგირება; ✍ მოქალაქეთა შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემა (პრობლემების იდენტიფიცირება, ანალიზი და დახმარების გაწევა), საჭიროების შემთხვევაში ზარის გადამისამართება; ✍ საჭიროების შემთხვევაში, გამავალი ზარების განხორციელება სატელეფონო გამოკითხვებთან დაკავშირებით; ✍ კონტაქტ-ცენტრის მონაცემთა ბაზაში (CRM) თითოეული ზარის ასახვა შესაბამისი სტატუსითა და ინფორმაციული სიზუსტით.
