აღწერილობა
"ალფა პეტი" საქართველოს ბაზარზე ლიდერი კომპანიაა PET პრეფორმებისა და რძის კონტეინერების წარმოებაში. კომპანია მუშაობს უახლესი ტექნოლოგიებით 24/7 რეჟიმში და პროდუქციით ამარაგებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: Alfa-pet.com "ალფა პეტი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ნატახტარი, სოფ. მისაქციელი. დასაქმებულების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია. ანაზღაურება: 1300 ლარი (NET) სამუშაო დრო: არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს დღის და ღამის ცვლას. სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით და კვირაში, სამუშაო საათების ოდენობა შეადგენს 40 საათს.
