აღწერილობა
სამშენებლო-სარემონტო კომპანია "დეკოლაინი" 2016 წელს დაარსდა და ამ მიმართულებით მალევე იქცა სექტორის ლიდერად. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია ზრდაზე, განვითარებაზე და აქვს ამბიცია იკავებდეს ყველაზე დახვეწილი, ორგანიზებული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის პოზიციას. დეკოლაინის ძირითადი საქმიანობა ინდივიდუალური სახლების, სხვადასხვა კომპანიის საოფისე თუ საწარმოო ფართების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და რემონტია. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://decoline.ge/ კომპანია "დეკოლაინი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე, რომელიც შემოუერთდება გაყიდვების გუნდს. ლოკაცია: თბილისი, მუხრან მაჭავარიანის 7 სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 9:30-18:30
